სკანდალი: პრინცმა ჩარლზმა პუტინი ჰიტლერს შეადარა
კანადაში ვიზიტად მყოფმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა პრინცმა ჩარლზმა, კერძო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მსგავსი შედარება პრინცმა მერიენ ფერგიუსონთან უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე კომენტირებისას გააკეთა. ფერგიუნსონმა დაადასტურა რომ ქალაქ ჰალიფაქისის ემიგრაციის მუზეუმში ეს განცხადება პრინცმა მასან საუბრისას მართლა გააკეთა. პრინცი ჩარლზის პრესსამსახურის განცხადებით ისინი ამ თემაზე კომენტარს არ გააკეტებენ.