Express News

ბერძნული პრესა - დათა ახალაია ჩვეულებრივი დამნაშავეა და მას აუცილებლად გაასამართლებენ


ბერძნული პოლიტიკური ჟურნალის - “efhmeris ths kyvernneseos” („სამთავრობო გაზეთი“) რედაქტორის კონსტანტინო კარფიას თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს დათა ახალაიას, ბერძნული კანონის მიხედვით, პოლიტიკური თავშესაფარი კი არა ციხე ეკუთვნის.

ამის შესახებ ბერძნული გამოცემის რედაქტორმა გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ადამიანი ჩვეულებრივი დამნაშავეა, მას აუცილებლად გაასამართლებენ, არავითარი პოლიტიკური თავშესაფარი. ახალაია არსად არ გამოცხადებულა. შეიძლება თვითონ მოუვიდა აზრად, რაკი დამიჭირეს, ბარემ თავშესაფარსაც მოვითხოვო, მაგრამ ვიმეორებ, - ეს გამორიცხულია. როცა დააკავეს არც კი იცოდნენ, რომ ის საქართველოში ოდესღაც მაღალჩინოსანი იყო. გარდა ამისა, ეს ადამიანი უდანაშაულოც რომ იყოს, საბერძნეთი ვერ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან ჩვენი კანონის მიხედვით ასეთი რამ არ არის გათვალისწინებული“- განაცხადა ბერძნული პოლიტიკური ჟურნალის რედაქტორმა.

კონსტანტინო კარფიას თქმით, მსგავსი დანაშაული საბერძნეთში 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT