ირაკლი შოთაძის განცხადება დათა ახალაიაზე
კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალიას საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებენ პროკურატურაში. პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე საქმის დეტალებზე, გამოძიების ინტერესებდან გამომდინარე არ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ საგამოძიებო უწყება აწარმოებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რაც განსაზღვრულია შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. „ამ დღეებში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა დათა ახალაიას დაკავებასთან დაკაშირებით საბერძნეთში. პროკურატურა აწარმოებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რაც არის განსაზღვრული შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ამ ეტაპზე უფრო დეტალური ინფორმაციისაგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შევიკავებ თავს,“-განაცხადა შოთაძემ