Express News

ივანიშვილი კოალიციის სხდომაზე - რა სტატუსით იმყოფება პირველი "მოქალაქე" ოცნების შეკრებაზე



საქართველოს უმრავლესობა პარტიის ცენტრალურ ოფიში პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც ოფისში სესვლადმე მედიასტან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ასეთ შეხვედრებზე დასასწრებად ბიძინა ივანიშვილს სტატუსი არ სჭირდება. "ბიძინა ივანიშვილს რათ უნდა სტატუსი, რომ დაესწროს შეხვედრას, რაც უფრო ხშირად ვნახავ ივანიშვილს, უფრო გამიხარდება", - განაცხადა ძიძიგურმა. მერობისა და გამგებლობის კანდიდატებზე მსჯელობენ რომელებიც ხვალ პარტიის ყრილობაზე ოფიციალურა უნდა დაასახელონ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრემიერს გამგებლების და მერობის კანდიდატებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიუღია „შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა და შერჩევა ხდებოდა აბსოლიტურად გამჭირვალედ, ყველა დეპუტატს და პარტიის ყველა ლიდერს ჰქონდა საშუალება წარედგინა ნებისმიერი ადამიანი რომელიც იმსახურებდა ამა თუ იმ რეგიონის დეპუტატობას თუ მერობის კანდიდატობას და საერთო ჯანმში კაოლიციამ იმსჯელა თითოეულ კანდიდატზე და მოხდა თითოეული მათაგის შერჩევა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT