2013 წლის 26 ნოემბერს სადახლოზე მომხდარი ხმაურიანი მკვლელობამ შესაძლოა სკანდალური გაგრძელება შეიძინოს.
ორმხრივი სროლისას ერთ-ერთი გარდაცვლილის ბებია გულიკო გიგიბერია „ალიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 6 პიროვნებიდან 2 - ანტონ ისაკაძე და ნოდარ დობორჯგინიძე 13 აპრილს გაათავისუფლეს. მისი თქმით, საქმიდან გამქრალია ყველა ვიდეო, ასევე ტყვია რომელიც მეორე გარდაცვლილს კალანდაძეს ჰქონდა მოხვედრილი. გულიკო გიგიბერია 26 ნოემბრის საზარელ ისტორიასაც იხსენებს:
"გიორგი მიდიოდა ინგლისურზე, მაგრამ მის მეგობარს დილარ მუკბანიანს მოუვიდა, რაღაც შემთხვევა და სთოხვა საზღვარზე გაეცელებინათ, მათ ახლდათ მერაბ კალანდაძეც. როგორც ირკვევა მათ ორი მანქანით გაედევნენ სხვები და საზღვარზე მოკლეს გიორგი, რომელიც თავის მეგობარს გადაეფარა და ტყვია პირდაპირ გულში მოხვდა. მიზეზი, როგორც მერე გავიგეთ - მუკბანიანს შელაპარაკება ქონდა ამ ჯგუფთან და ისინიც დაედევნენ. მერე გავარკვიეთ, რომ ეს შეკრული ჯგუფია აქ არიან ძმები ფეიქრიშვილები, "მაზავშიკების" საქმეზე რომ გადიოდნენ, ნოდარ დობორჯგინიძე, სხვები ამბობდნენ, რომ ესენი არიან უდესიანის "ზონდერები" 2012 წელს ამ ხალხმა სენატში დაჭრა ბიჭი. რომელიც დღესაც ინვალიდის სავარძელშია, მაგრამ ეს ხალხი სამ თვეში პრეზიდეტმა სააკაშვილმა შეიწყალა. რაც მოხდა სადახლოზე, ის ჩვენ ვიცით იმ სახით, რაც მოგვიყვნენ. რადგან თავად საქმე დახურულია, აბსოლიტურად ყველასთვის და მიუწვდომელი. რას შვრება პროკურატურა და გამომძიებელი არ ვიცით , მაგრამ სულ მოდიოდა ინფორმაცია, რომ დაჭერილებს ძალიან სერიოზული მფარველი ჰყავთ,"- აცხადებს გულიკო გიგიბერია "ალიასთან" საუბარში. გაზეთი კომენტარისთვის პროკურატურასაც დაუკავშირდა თემურ დოლიძემ "ალიას" შემდეგი განუცხადა:
,,სრული გამოძიება ჩატარდა ვადებში და ამ ორ პიროვნებაზე ვინც 13 აპრილს გათავისუფლდა არ იქნა მოპოვებული მტკიცებულება. 4 პიროვნება კვლავ რჩება წინასწარ პატიმრობაში".