Express News

ხმაური სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან-მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა



სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების წინ სოფელი რიყის მოსახლეობაა შეკრებილი. ისინი ე.წ. სასმელი წყლის მილების საქმის გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ. მანამდე 4 სოფლის რიყის, ყაიას, რუხის და ლიას მოსახლეობამ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. აქციის მონაწილეებს შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაიცა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია. მისი თქმით ამ სოფლებში სასმელის წყლის მილების უკანონოდ ამოღების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თუმცა გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება, რაშიც მან სამეგრელოს მაჩალჩონოსნები დაადანაშაულა. ჯგუშიას განცხადებით ამ საქმის გამოძიებას მხარის გუბერნატორი ლევან შონია ბლოკავს, რომელსაც მანამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. მოსახლეობის ინფორმაციით მათ სასმელი წყალი უკვე წელიწადზე მეტია , რაც აღარ მიეწოდებათ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT