ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი სამუშაო კაბინეტში დააკავეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი დღეს დილით სამუშაო კაბინეტში დააკავეს, მასთან ერთად დაკავებულები არიან სოფელ შილდის რწმუნებული ლევან ხუციშვილი და სოფელ ახალსოფლის რწმუნებული მამუკა შაროვი. ასევე "ქართული ოცნების" ყვარლის რაიონული ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრები: ნუკრი მესაბლიშვილი და ვახტანგ პაპოვი. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის ნინო ხუციშვილის განცხადებით, სულ დაკავებულია 15–მდე პირი, მისივე თმით ამ დრომდე უცნობია ოფიციალური მიზეზი, თუ რის გამო არიან დაკავებულები საჯარო მოხელეები, თუმცა ამბობს, რომ "დაკავების რეალური მიზეზი დავით ქევხიშვილის თანადებობიდან გადაყენებაა და ამას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები აკეთებენ. ამ ყველაფრის უკან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დგას, რომელმაც ყვარელში თავისი ინტერესები ვერ დაიკმაყოფილა. მისი სურვილია დავით ქევხიშვილი ჩამოაცილოს ქართულ ოცნებას და რაიონი მართონ ნაციონალებმა", – განაცხადა ნინო ხუციშვილმა.