Express News

გიორგი გაბუნია - გამარჯობას აღარ მეუბნებიან, მეკითხებიან - გიორგი, შარვალი ხომ არ გიჭერსო?



გიორგი გაბუნია მისი მისამართით აგორებულ უარყოფით ტალღას მშვიდად ხვდება და მაყურებელს მოუწოდებს, ასე ძალიან დრამატულად არ აღიქვან კონკურსანტებისადმი გაკეთებული შეფასებები. PrimeTimeNews-ს ის ინტერვიუს აძლევს.
გიორგი გაბუნია: წინა ორშაბათის მერე ვისაც შევხვდები, სულ ჩემ შეფასებებზე მელაპარაკებიან, სხვაზე არაფერზე. ვინც ხვდება, რომ ეს იმიჯი და შოუს ნაწილია, ის, რა თქმა უნდა, ისე იღებს, როგორც რეალურად არის. ინტერნეტში გამოხმაურებებს მე არ ვადევნებ თვალს, მაგრამ სულ რომ არ მინდოდეს, მაინც ვიგებ გარშემომყოფთაგან. როგორც ვთქვი, ამ გამოხმაურებას ახლობლები და მეგობრები ბევრად უფრო მძაფრად აღიქვამენ, ვიდრე მე თვითონ. ბევრი შეშფოთებით მომმართვას და მე რომ სიცილით ვხვდები, უკვირთ. უკვე ხუმრობაა და თვითონ ვამბობ, მიჭერს შარვალი-მეთქი, სხვამ რომ არ მკითხოს - შარვალი ხომ არ გიჭერსო? გამარჯობას აღარ მეუბნებიან, მეკითხებიან - გიორგი, შარვალი ხომ არ გიჭერსო? პირველი გადაცემა რომ დამთავრდა ხომ მეთორმეტე მიკრორაიონი მემუქრებოდა და მეორე გადაცემის მერე სტეფანეს მეგობრები მემუქრებიან. სტეფანემ მითხრა, მწერენ, ხომ არ გავლახოთო? ვნახოთ, მესამე გადაცემის მერე ვინ დამემუქრება, აღარ მახსოვს, ვის რას ვეუბნები. მაყურებელი უნდა მოეშვას და ასე დაძაბულიად არ უყუროს და ასე სერიოზულად არ უნდა აღიქვას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT