Express News

ერეკლე კოდუას ინტერპოლი ეძებს


შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ინტერპოლი ეძებს. მას  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში ედება ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ცნობით, კოდუამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, გარკვეულ პირებს ძვირადღირებული ავტომანქანები მოსთხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერეკლე კოდუამ უნგრეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. თუმცა მისი ადვოკატი, ოთარ კახიძე  ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ინტერპოლის ვებგვერდი: http://www.interpol.int

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT