Express News

რაში ამხელს თეა წულუკიანს მისი დანიშნული კადრი და რატომ გაწირა ყველა „თავისიანი“



რაში ამხელს თეა წულუკიანს მისი დანიშნული კადრი და რატომ გაწირა ყველა „თავისიანი“ თეა წულუკიანმა- ამის შესახებ „ალიასთან“ ინტერვიუში საჯარო რეესტრის იურიდული სამსახურის უფროსი, სამართლის დოქტორი თამარ შოთაძე საუბრობს.

მისი თქმით თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრი გაუგებარი წარულის მქონე ადამიანებით გაავსო. „ვინც დაინტერესდება და გამოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას 2013 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე რა კომპეტენციის ადამიანები დაინიშნენ, რა გამოცდილება და კავშირი აქვთ, სადაც თეა წულუკიანის წყალობით მოხვდნენ. სწორედ ამის გამოა, რომ განუხორციელებელია ყველა ახალი ინიციატივა, პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო საკუთრების უფლებასთან, წართმეულ ქონებასთან, იმედგაცრუებულ და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილ ადამიანებთან. ეს პრობლემები სამინისტროს მხარდაჭერის არ არსებობის გამო გადაუჭრელი დარჩა. ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს უამრავი ადამიანი მიმართავდა, მაგრამ არცერთი მათგანის საქმე სამინისტროს არ განუხილია და მოქალაქის სასარგებლოდ არ გადაწყეტილა. არადა წულუკიანია ყველას სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა.

თამარ შოთაზე ასევე საჯარო რეესტრის უფროს პაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებითაც საუბრობს, სადაც ამბობს რომ მინდია უგრეხელიძემ, პაპუნა უგრეხელიძის მამამ , თავის ოჯახის წევრების დასაქმებაზე სერიოზულდ იზრუნა და მისი ჩარევითა და დაინტერესებით დაინიშნა მისი შვილი პაპუნა ამ თანამდებობაზე. წულუკიანი წლების განმავლობაში მუშაობდა მინდია უგრეხელიძესთან , მის თანაშემწედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ქართულ იურიდიულ საზოგადოებაში წულუკიანს არავინ იცნობდა, მან ეს საჩუქარი დაუმსახურებლად მიიღო და ასეთივე მადლიერებით გადაუხადა მინდია უგრეხელიძეს , როცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ მისი შვილი დანიშნა.

ასევე იუსტიციის სამინისტროში სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვდრაზე მისი არაკომპეტენტურობა ნათლად გამოჩნდა. მან სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ არ იცის კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახში გერმანული და რომანული კერძო სამართალი სრულიად განსხვავებულ პრინციპებს ეფუძნება. ამბობს , საფრანგეთში ასეაო , მოვალე რომ დაჯდება და თავისი ხელით გადაწერს კონტრაქტს , უფრო კარგად გაერკვევა თავის უფლებებშიო . მან ერთ -ერთ შეხვედრაზე ენით გაგვლახა, ზოგს დაგვცინა, ზოგს შეურაცხყოფა მოგვაყენა. ბოლოს გვითხრა თუ ჭკვიანად არ იქნებით, ჩემი ძმა უმუშევარიაო“.
„ალია“ დაუკავშირდა მინდია უგრეხელიძეს, მაგრამ მან არც ზარებსა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT