Express News

ქუთაისის მერიაში სააღდგომო პრემიებისთვის 400 000 ლარამდე გაიცა



ქუთაისის მერიის თანამშრომლების სააღდგომო პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 352 510 ლარი გაიცა.
სადღესასწაულო პრემიები მერიის 613-ვე თანამშრომელმა მიიღო. პრემია ხელფსის ოდენობისაა. 
ყველაზე დიდი ოდენობის პრემია, 2750 ლარი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას ერგო. ასევე,  მაღალი ოდენობის პრემია  -  2050-2050 ლარი მიიღეს ვიცე-მერებმაც (ნოდარ მიქიაშვილი, ნიკო კაჭკაჭიშვილი, კოტე ქავთარაძე). 
მერიის თანამშრომლებისათვის სააღდგომო პრემიების გაცემა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის მიმდინარე წლის 10 აპრილის ბრძანების საფუძველზე გაიცა. 


http://newpress.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT