Express News

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არსად აპირებს წასვლას



პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ჭორებს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცლებეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ბიძინა ივანიშვილი არსად აპირებს წასვლას.
"ამ ჭორებს ავრცელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არსად არ აპირებს წასვლას. ის საქართველოდან არ წასულა მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო სახიფათო - ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, საუბარი და სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოს დატოვებას, მე მგონი, ძალიან გადაჭარბებული და დიდი სისულელეა. ამას ავრცელებენ "ნაციონალური მოზრაობის" წარმომადგენლები, რომელთა რეიტინგი დაახლოებით 7 პროცენტია. სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ 7 პროცენტამდე დაეცა მათი რეიტინგი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT