Express News

რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს კასპელი ჩინოვნიკების ჯიპების შეკეთება




კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანების სარემონტო სამუშაოებისთვის 10 298 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ხელშეკრულებას ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ გოგიაშვილმა გამგებელთან შეთანხმებით უკვე მოაწერა.ხელშეკრულება 2014 წლის 25 მარტს გაფორმდა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანები უნდა შეაკეთოს იმ კომპანიამ ან ინდმეწარმემ, რომლის ადგილმდებარეობა კასპიდან 20 კმ-ს არ არის დაშორებული. სატენდერო პირობებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე ივანე ცინცაძე შეასრულებს, რომელიც ივანეცინცაძე კასპის საკრებულოს წევრის ნოდარ ცინცაძის ძმააგაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა 2008 წელს გამოშვებული ,,ჰიუნდაი სანტაფეს” და ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს” შეკეთება, ასევე 2006 წელს გამოშვებული ,,სუბარუ ტრებეკას” და 1997 წელს გამოშვებული ,,მერსედეს ბენცის” რემონტი. ასევე უნდა შეაკეთოს, 1984 წელს გამოშვებული ,,მაგირუს დოიტი”, და 1991 წელს გამოშვებული ორი ზილი. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, გაურკვეველია, თითოეული მანქანის საჭირობები. ზოგად ,,მიზნებში” უწერიათ, რომ მოხდება ძრავების შეცვლა, ზეთის გამოცვლა, საბურავების გამოცვლა, ბალანსირება, ელექტროსისტემების, მუხრუჭების შეკეთება, და ,,ყველა ის სერვისი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაჭირდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას” – წერია ხელშკრულებაში.

ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმეივანე ცინცაძე კასპის საკრებულოს წევრის ნოდარცინცაძის ძმაამას საკონტაქტოდკასპის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისსამსახურის მთავარი სპეციალისტის აკაკი ბერიანიძის ელფოსტა აქვს მითთებული.ცინცაძის კონკურენტი კასპში მდებარე კიდევ ერთი პროფილაქტიკის მეპატრონეინდმეწარმე ,,ნოდარ ბატკუაშვილი” იყოსაგულისხმოარომ ბატკუაშვილის საკონტაქტომისამართადშესყიდვების დოკუმენტებშიიმავე აკაკი ბერიანიძის ელ-ფოსტაამითითებული.(წყარო-qartli.ge)


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT