Express News

ნანუაშვილი: ,,ჩემთვის ამ ფოტო - მასალის ხილვა შოკისმომგვრელი იყო"



პროკურატურის განცხადებას შალვა თათუხაშვილის მკვლელობის შესახებ გამოხმაურება მოჰყვა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მას ამ საქმესათან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. 

მისი თქმით, ფოტო-მასალა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა შოკისმომგვრელია.

ნანუაშვილმა საქმის შესწავლა უკვე დაიწყო და უახლოეს დღეებში დასკვნას გამოაქვეყნებს.

,,ჩვენ, რამდენიმე დღეა, რაც მასალები გამოვითხოვეთ და ვსწავლობთ ამ კონკრეტულ საქმეს. პირადად ჩემთვის ამ ფოტო - მასალის ხილვა შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ დაწყებული გვაქვს საქმის შესწავლა. როგორც ცნობილია, მალე იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT