კუდ-ის ყოფილი უფროსის, ლევან ქარდავას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ამ წუთებში მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარდავას ადვოკატმა, რომეო საჯაიამ განუცხადა.
დათა ახალაიასა და ბაჩო ახალაიას საქმეზე დაკითხული ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დღეს დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის პროკურატურიდან იუწყება, ქარდავა და მაზმიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს.
ადვოკატ რომეო საჯაიას ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნავთლუღის ბაზართან ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე იყვნენ დაბარებულები პროკურატურაში.