Express News

ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით



"პოლიტპატიმრები და რეპრესირებულები სამართლიანობისთვის" - ამ სახლწოდებით აქციას ყოფილი პატიმრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მესამე დღეა მართავენ. წინა ხელისუფლების გასამართლება, იპოთეკარების გამოსახლების პროცესის შეჩერება, დამნაშვე პროკურორების და მოსამართლეების დასჯა, პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია და პროკურატურისთვის გამოძიების ვადების დადგენა - ეს ის პირობებია, რომლებსაც ყოფილი პოლიტპატიმრები, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ხელისუფლებას უყენებენ.
პარლამენტთან დაწყებულმა აქციამ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა. ყოფილ პოლიტპატიმრებს არხის გენერალური დირექტორი შეხვდა. შეთანხმების მიხედვით, მათი პერმანენტული აქციები მაუწყებლის პირველ და მეორე არხზე, საინფორმაციო და თოქ-შოუების ფორმატით, ინტენსიურად გაშუქდება. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT