საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროებში არაკომპეტენტურ თანამშრომელთა არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ პრემიერმა თსუ-ში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"სამინისტროებში ძალიან ბევრი არაკომპეტენტური თანამშრომელია. რაც მე გავაკეთე პირველი, მაშინ როდესაც მე ვიყავი სამინისტროში პირველად რაც განვახორციელე, თუ როგორ მოვიზიდე თქვენნაირი ნიჭიერი ადამიანები. გამოვაცხადე კონკურსი სადაც 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, 130 ადამიანი გავიდა კონკურსის შედეგად და 35-მდე ადამიანი უკვე შტატშია აყვანილი, დანარჩენები კი, სტაჟირებას გადიოდნენ სხვადასხვა სამსახურში, მერე უკვე აღარ ვიცი მათი ბედი. სწორედ ამ სახის მიდგომას ვთავაზობ დანარჩენ სამინისტროებსაც, რომ დავაწყებინოთ სტაჟირება ახალგაზრდებს და სწორედ ეს იქნება საშუალება, იმისა, რომ არაკომპეტენტური კადრების გამოვლენა მოხდება და ჩანაცვლება ეტაპობრივად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, არაკომპეტენტური თანამშრომელი კვალიფიციური კადრის პარალელურად ვერ შეძლებს მუშაობას.