Express News

ლალი კვიციანი: ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესით მედია უნდა დაინტერესდეს

ემზარ კვიციანის და ლალი კვიციანი მედიას მისი ძმის სასამართლო პროცესით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ლალი კვიციანის განმარტებით, მედიამ ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნულით საზოგადოების ინფორმირებულობას. ამის შესახებ ემზარ კვიციანის დამ „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


„თხოვნით მივმართავ მასმედიას, რომ დაინტერესდნენ ჩემი ძმის სასამართლო პროცესებით და ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებულობას.15 აგვისტოს დაიწყო სასამართლო პროცესი. პროცესი არის ძალიან საინტერესო. დაიკითხა 6 დაზარალებული და ექვსივემ განაცხადა, რომ ემზარ კვიციანს არ იცნობენ და მასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ვითხოვთ ემზარ კვიციანის გირაოს სახით გათავისუფლებას. 35-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი მის თავდებში ჩადგომას", - აცხადებს ლალი კვიციანი.

reportiori.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT