Express News

გიგი უგულავა საქართველოს მოღალატეა!

„სამოქალაქო აქტივობის"  კლუბის თავმჯდომარე მელორ ვაჩნაძე გიგი უგულავას წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ უგულავა ქვეყნის მოღალატეა. აღნიშნულზე ვაჩნაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


„ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხშირად გვესმის გარკვეული რიტორიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე.


გიგი უგულავა და მისი გუნდი გარკვეულ გეგმებს სახავენ ქვეყანაში გადატრიალების მოსახდენად. მათ არ აქვთ საშუალება, არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას მოახერხებენ.


მივმართავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, აუკრძალოს გიგი უგულავას მსგავსი განცხადებების გავრცელება. გიგი უგულავა საქართველოს მოღალატეა.


ჩვენ არ მივცემთ საშუალებას „ნაციონალურ მოძრაობას" და გარკვეულ ჯგუფებს, მოაწყონ ამბოხი", - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.

მელორ ვაჩნაძე „რუსთავი-2"-ზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანია ცდილობს ქვეყანაში ქაოტური მდგომარეობა შექმნას.

„მინდა შევახსენო „რუსთავი-2"-ს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ როგორ გამოდიოდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები და საზოგადოებას ბოდიშს უხდიდნენ. ტელევიზია ცდილობს, პანიკა დათესოს საზოგადოებაში", - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.


მელორ ვაჩნაძემ ასევე მიმართა ძმებ კუბლაშვილებს.

„გუშინ გადაცემა „არჩევანში" კუბლაშვილმა გააკეთა განცხადება, თითქოს პოლიციელებზე თავდასხმა მელორ ვაჩნაძის ბრალია, რადგან ის თავის დროზე არ დაისაჯა. მე მივმართავ ამ ჯალათ ადამიანს, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მე დავისაჯე და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით.


კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ პატივს ვცემ პოლიციის ყველა თანამშრომელს, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას", - აღნიშნა მელორ ვაჩნაძემ.

reportiori.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT