Express News

ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს

ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ, დასახლებაში მუსლიმური მედრესეს, იგივე სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს - იუწყება აჭარის ტელევიზია. 
ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების  შესასვლელში დაკიდეს. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მომიტინგეებმა ქუჩაც გადაკეტეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი ითხოვენ, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობაში მუსლიმური დაწესებულება არ გაიხსნას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერ მომხდარის გამოძიება არ დაწყებულა:

"შეტყობინება არაა შესული, როდესაც შეტყობინება შევა პოლიციაში, დაიწყება მოკვლევა", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT