ჟურნალისტი და პუბლიცისტი გიორგი უძილაური შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის „ალიაში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება. როგორც უძილაური წერს, ინფორმაცია, რომელიც შს მინისტრმა გააჟღერა, დიდი ხანია არსებობს და რატომ აქამდე არ მიმართეს პრევენციის ზომებს? უძილაური იშველიებს ანდაზას - „ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს":
შსს აცხადებს, რომ ნაცები შესაძლოა, შეთქმულებას ამზადებდნენ. ამ ამბის მთელი კურიოზულობაის არის, რომ თვეების განმავლობაში, მთელი facebook საუბრობდა იმავეზე და მიანიშნებდახელისუფლებას ამაზე. ნაცების გეგმები თავად ნაცებმა გასცეს - ზედმეტად ორგანიზებულად დათანმიმდევრულად მოქმედებდნენ საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოჩენილიყო.
1. გაზაფხულზე მათ დაიწყეს შეთანხმებული ისტერიკის აწევა ახალი ხელისუფლებისსაერთაშორისო ჩავარდნაზე და კრახზე. და მათი სპიკერები, ძველი ტრადიციით, ერთხმადბერავდნენ ამ თემას.
2. ზაფხულში დაიწყეს კრიმინალის აღზევების თემის აწევა და ამ შემთხვევაშიც შეთანხმებულად,ერთი დირიჟორისგან მართულებივით ცდილობდნენ პანიკის აწევას.
3. ამ დღეებში აპირებდნენ ახალი კამპანიის აწევას - ეკონომიკური კრახის წარმოჩინება. ნაცები უკვემზად იყვნენ, ერთხმად დაეწყოთ საუბარი, რომ 2008-2009 წლებში ქვეყანა უკეთ ცხოვრობდა, ვიდრედღეს.
4. შუა შემოდგომაზე დადგებოდა სოფლის მეურნეობის დისკრედიტაციის ეტაპი.
ამ გეგმის თანხმად, ნაცები ხალხის წინაშე უნდა წარდგენილიყვნენ უკვე განწმენდილ, სპეტაკძალად, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს, შემდეგ კი იქნებოდა მოვლენების განვითარებისრამდენიმე სცენარი, მათ შორის, სისხლისღვრის პროვოცირების მცდელობებიც...
არ ვიცი, რატომ აქამდე არ მიხედა შსს-მ იმას, რაზეც საზოგადოებაში თვეების განმავლობაშისაუბრობდნენ, რატომ ასროლინა ტალახი და „უნიათოები" აძახებინა ხალხს, თუ ხედავდა, რომხალხიც, ყოველგვარი ოპერატიული მუშაობის გარეშეც, უბრალოდ, ნაცებზე და მათ მედიაზედაკვირვებით აკეთებდა ზუსტ დასკვნებს. თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რამდენიმე თვეშინაცების მედია კიდევ უფრო მეტ საინფორმაციო დივერსიას მოუწყობდა საზოგადოებას", - წერს უძილაური.