Express News

სკანდალი-წულუკიანი თვლის რომ კიტოვანი მოქლაქეობის მიღებას შეძლებს

თენგიზ კიტოვანისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ეხმაურება თეა წულუკიანი. იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიტოვანის მოქალაქეობის საკითხის განხილვას საერთოდ უარყოფს. თეა წულუკიანი თვლის, რომ თენგიზ კიტოვანი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეძლებს, თუმცა მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. წულუკიანის ინფორმაციით, თენგიზ კიტოვანის მოთხოვნაზე უარი იუსტიციის სამინისტროში უთხრეს.

”მან ვერ შემოიტანა ყველა ის საბუთი რომელიც განაცხადის წარმოებისთვის არის საჭირო, შესაბამისად ეს საკითხი ასევე არის დარჩენილი ღიად და მას თუ ექნება მომავალში სურვილი შემოიტანოს საბუთები, ნებისმიერი მოქალაქისთვის კანონი არის ერთი და იგივე” - განაცხადა წულუკიანმა.


http://pirveliradio.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT