დიდხანს ველოდით და, აი, ისიც: ”მერსედესმა” თავისი ახალთახალი ვარსკვლავი Mercedes AMG GT ოფიციალურად წარმოადგინა.
AMG GT-ს, რომლის ხილვასაც საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელოდა, ისეთი ფორმები აქვს, რომ ღალატზე თვით ”პორშეს” მძღოლებიც კი დაფიქრდებიან.
ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ შტუტგარტელებმა უბადლო სპორტქარი წარმოადგინეს: ორი ტურბო! 4-ლიტრიანი ძრავა! 8 ცილინდრი! 462 ცხენის ძალა! ან, სულაც 510!
ასეთი სიმძლავრე GT AMG-ს ოფიციალური მონაცემებით 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3,8 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი 310 კმ/სთ-ია. 510-ცხენისძალიან აგრეგარს კი მეტიც შეუძლია: დაახლოებით 360 კმ/სთ.
უმძიმესი ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კომბინაცია კონსტრუქციის Transaxle-ტიპის შესრულებასთან ერთად იმის გარანტიაა, რომ წინა და უკანა ღერძებზე წონა ოპტიმალურად განაწილდეს და GT-ს მძღოლები არა მარტო ავტობანზე იფრენენ, არამედ მოსახვევებიან გზაზეც უსწრაფესნი იქნებიან.
სხვათა შორის, AMG GT არა მარტო იმის საშუალებას იძლევა, რომ თავი პროფესიონალ მრბოლელად წარმოიდგინოთ, არამედ დირიჟორის როლშიც შეგიყვანთ. ღილაკზე თითის დაჭერით წყვეტთ, ძრავა მუდმივად გრგვინავდეს, თუ ნაზად უკრავდეს.
მშვენიერი სიახლეა ისიც, რომ AMG GT მოხვევისას სხვა ავტომობილებივით ჩვეულებრივად კი არ აციმციმებს, არამედ 18-18 LED-ით შიგნიდან გარეთ ანათებს.
კარბონის ვიზუალით შესრულებული კოკპიტი სარბოლო ავტომობილს მოგაგონებთ და თითქმის იმდენივე გადამრთველი აქვს, რამდენიც სპეციალურ ბოლიდებს აქვთ ხოლმე. მათი მეშვეობით მართავთ ESP-ს, ამორტიზატორებს, გადაცემათა კოლოფს და გამოსაბოლქვ სისტემასაც კი. უახლესი ასისტენტ-სისტემები საგზაო ნიშნებს აღიქვამენ, მანქანას კურსს უნარჩუნებენ და მძღოლს პარკირებაშიც ეხმარებიან. ცენტრალურ კონსოლზე ძრავის დასაქოქი ღილაკი წითლად ანათებს.
ფოტოებზე ხედავთ, რომ ”მერსედესმა” ამ მანქანაზე მუშაობისას ფული არაფერში დაზოგა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის კარგს არაფერს ნიშნავს: Mercedes AMG GT-ს მინიმალური ფასი 115 000 ევროა.
P.S. ჰო, მართლა: სხვათა შორის, საბარგულის მოცულობა 350 ლიტრია...

ტექნიკური მონაცემები
|
Mercedes-AMG GT S
|
Mercedes-AMG GT
|
ძრავის მოცულობა
|
3982 სმ3
|
3982 სმ3
|
სიმძლავრე
|
510 ცხენის ძალა
|
462 ცხენის ძალა
|
ბრუნის მომენტი
|
650 ნმ
|
600 ნმ
|
საწვავის ხარჯი (ოფიც)
|
9,4 ლ/100 კმ
|
9,3 ლ/100 კმ
|
გამონაბოლქვი CO2
|
219 გ/კმ
|
216 გ/კმ
|
წონა
|
1570 კგ
|
1540 კგ
|
აჩქარება 0-100 კმ/სთ
|
3,8 წამში
|
4,0 წამში
|
მაქს. სიჩქარე
|
310 კმ/სთ
|
304 კმ/სთ
|
იხილეთ ვიდეოები
Mercedes AMG GT - პრეზენტაცია
Mercedes AMG GT - პრეზენტაცია
Mercedes AMG GT - ძრავის ხმა