თამუნა მუსერიძე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მადლობას უხდის. "დამირეკეს გენინსპექციიდან, დამიბარეს ჩემი ძმის ამბავთან დაკავშირებით. რადგან ყველა ფოტო და პოსტი ვრცელდება, მინდა ეს პოსტიც გავრცელდეს. ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტით, თავად დამირეკეს და უნდათ სიტუაციის გარკვევა. ასე, რომ მადლობა გენ.ინსპექციას"-წერს თამუნა მუსერიძე "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ მისი ძმის ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ გიორგი მუსერიძე სამართალდამცავებმა სცემეს.