Express News

სკანდალი-"ქართული ოცნება": აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება თვითნებურია

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"  აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გადაწყვეტილება თვითნებურია. 
"გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,"– აღნიშნულია განცხადებაში. 

დღეს, 8 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT