სისხლიანი გარჩევა კახეთში - რა მოხდა დედოფლისწყაროში
სიძე-სიმამრს შორის დაწყებული კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, დედოფლისწყაროში შურისძიების ნიადაგზე, სიძემ სიმამრის მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, იგი მკურნალობას თბილისში სამკურნალო დაწესებულებაში გადის. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.