Express News

კახა კალაძე - სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ

ვიცე პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებზე კომნეტირებისას განუცხადა, ყველა ბოროტმოქმედი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი. 
"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მე მესმის რამდენად მძიმეა,  როცა ახლობელ ადამიანს კარგავ და ეს დანაკარგი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ის ძალადობრივი მეთოდით ხდება. ვფიქრობ, სამართალდამცვლებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი ყველა ბოროტმოქმედი", - განაცხადა კახა კალაძემ. 
ვიცე-პრემიერის განმარტებით ის, რომ ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან და ტერორიდან გამოიყვანეს, არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენის უფლება ეძლევათ. 
"არავითარ შემთხვევაში. ყველა დამნაშავე, ყველა კრიმინალი კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი", - განმარტა ვიცე პრემიერმა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT