Express News

"მკვლელის სახელი რამდენიმე წამში დაგვერქვა" - თბილისელ გოგონებს შორის მომხდარი გახმაურებული საქმის გარჩევის დეტალები

გუშინწინ ღამით, დელისის მესამე ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. მეზობლების ცნობით, ახალგაზრდა დებმა ორსულ გოგონას ბენზინი შეასხეს და მის დაწვას ცდილობდნენ, რაშიც ხელი მეზობლებმა და პატრულმა შეუშალა. Ambebi.ge-ს ერთ-ერთი და, ლიკა.ჯ დაუკავშირდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა ინციდენტის რეალური მიზეზები მოეყოლა.

- მინდა ყველა ჟურნალისტმა გაარკვიოს რეალურად რა მოხდა. მე და ჩემს დას ბენზინი არ გადაგვისხია. 

- მეზობლები ამბობენ, რომ თქვენ გადაასხით ბენზინი...
- ნახევარი კორპუსი მაგათი სანათესაოა და არავინ იქნება მათი წინააღმდეგი. შსს-ს არ უკავშირდებით და ჩვენებებს არ ნახულობთ ჟურნალისტები...

- ფაქტი შსს-ში გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება...
- კი ბატონო. 

- რატომ და როდის დაიწყო დაპირისპირება თქვენს შორის?
- ორსული გოგონას ბებიამ ჩემს დას მიაყენა შეურაცხყოფა. კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა უთხრა, რადგან ძალიან მრცხვენია. შემდეგ ფეისბუქის მეშვეობით დამიკავშირდა ანი .კ., მომწერა, შენთან თემა მაქვს გასარჩევიო. ანიმ მომწერა დედაშენთან ერთად საქმის გარჩევას არ ვაპირებო. ამის დანართი პოლიციასაც ვაჩვენე.

- ანი კ. ვინ არის?
- ამ გოგოების, ლოლიტა მ-ს და სალომე.გ-ს დაქალია, რომელიც საქმეების გაარჩევად ამოდის ჩვენთან. როცა ანი ამოვიდა, ჩემი და მაღაზიიდან მოდიოდა. უთხრა, გამოდით თქვენთან საქმე გვაქვს გასარჩევიო. როცა მივედით მე და ჩემი და, დაიწყეს კივილი, ღრიალი, საქმეების გარჩევა. ამაზე გამოვიდა დედაჩემი. ანიმ დედაჩემს ზურგში ჩაარტყა წიხლი და კიბეზე დააგორა. გაღიზიანდა დედა და მხოლოდ და მხოლოდ შეშინების მიზნით ბენზინი შეასხა, არათუ დიდი ბოთლით, ბოთლის ნახევრის ნახევარი შეასხა. 

- ბენზინი საიდან გაჩნდა ჩხუბის ადგილზე?
- ბენზინი ყოველთვის გვაქვს სახლში, რადგან მანქანა გვყავს. დედაჩემს ხელები აქვს დალურჯებული, მე და ჩემი დაც დაკაწრულები ვართ. ინციდენტში მონაწილე არც ლოლიტა მ-ს და არც სალომე გ-ს ერთი ნაკაწრი არ აქვთ. მხოლოდ კოპალიანს აქვს დაზიანებები, რომელსაც მე დავარტყი, რადგან დედაჩემი დააგორა კიბეზე. ჩხუბის დროს გავიგეთ, რომ ლოლიტა. მ ორსულად იყო. ორსული გოგო შემთხვევის დაწყების დროს იქ არ ყოფილა, მერე გამოვიდა. 
დედამ ბენზინის ბოთლი რომ მოიქნია, მეც იქ ვიყავი და ჩემი დაც. ყველას ტანსაცმელი პოლიციაშია ჩაბარებული. სანამ გამოძიება დასკვნას არ გააკეთებს, არ შეიძლება ასეთი ბრალდების გაკეთება, რადგან რამდენიმე წამში მკვლელის სახელი დაგვერქვა. 

- ამბობენ, რომ დედამ აიღო საკუთარ თავზე თქვენი დანაშაული?
- დედაჩემს არ სჭირდება ჩვენი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. მე დავარტყი კოპალიანს, რადგან წიხლი ჩაარტყა დედაჩემს. 

- მეზობლებმა გვითრეს, რომ წარსულში თქვენ ორსული გოგონას მულს ლუდის ბოთლი გა
დაამტვრიეთ, მართალია?
- ეს მოხდა წლების წინ. სალომემ წლების წინ ლუდი თვითონ შემასხა და მაშინ მოხდა დაპირისპირება. წლების მანძილზე რამდენჯერმე მოგვივიდა დაპირისპირება. მე მათ კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევდი აქამდე. დაგვკითხა პოლიციამ და გამოძიება მიმდინარეობს. 

Ambebi.ge სალომე.გ-საც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ მას ბენიზინი წინასწარ განზრახულად გადაასხეს.

- სალომე, რატომ დაიბარა თქვენმა დაქალმა ანი.კ-მ დები საქმის გასარჩევად?
- საქმის გასარჩევად არავის დაუბარებია ისინი, შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე მაგინეს მე და ამიტომ დაიწყო დაპირისპირება. ჩვენი მეზობელი არის ეკა ს., არასრულწლოვანი, რომლის დაც ჩვენი დაქალია, იტალიაში ცოვრობს და ეკას ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ძირითადად მარტოა სახლში. დები მის კართან დგებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. როცა გავიგე, ვკითხე დებს ეკასთან პრობლემა ხო არ გაქვ-თქო, მითხრეს არაო. რამდენიმე დღის წინ, ბებიასთან ერთად ვიჯექით გარეთ, გამოვიდნენ დები და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. იქედან დაიწყო დაპირისპირება. სიტუაცია არ ჩაწყნარებულა, ინტერნეტში გაგრძელდა უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფის მოყენება, ჩვენც ვეღარ მოვითმინეთ მერე. 

ვერ ვხვდები მათ რა დავუშავეთ? მე მიმაჩნია, რომ ეს იყო წინასწარ გამიზნული, რადან სანამ ბენიზნს გადაგვასხამდნენ, ერთ-ერთი და ჩავიდა ეკა.ს-თან და უთხრა, ბენიზნი ნაყიდი გვაქვს და დაგწვავთო. შემდეგ მოხდა ჩხუბი, ბენზინი გოგოების დედამ გადაგვასხა და ეუბნებოდა მათ, ცეცხლი წაუკიდეთო. ამაზე ანი კ.-მ დაარტყა დედამისს. გაშველება ჩვენმა მეგობარმა შეძლო, რომელსაც სახლში აუვარდნენ და ეუბნებოდნენ, რატომ შეგვიშალე ხელი ჩანაფიქრის განხორციელებაშიო. შემდეგ კი პატრული მოვიდა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT