ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, „მას ტელეკომპანია „იბერია“ სასამართლო მოსმენის გარეშე დაუბრუნდება“.
„მოხარული ვარ და მინდა მივულოცო "იბერია TV"-ს გულშემატკივრებს, "იბერიის" ყოფილ თანამშრომლებს, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას, რომ "იმედისა" და "იბერია TV"-ს ამჟამინდელმა მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება უანგაროდ დაუბრუნოს "იბერია TV"-ს კუთვნილი ლიცენზია სასამართლო მოსმენის გარეშე, რომელიც ჩანიშნულია სექტემბერში. ჩემი მხრივ, როგორც "იბერია TV"-ს კანონიერი მფლობელი, მზად ვარ "იბერია TV"-ს კუთვნილი ლიცენზიის დაუყოვნებლივ მიღებისათვის საქართველოში არსებული კანონების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თანხმობით და მონაწილეობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობას მალე ექნება კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციის მიღებისა "იბერია TV"-ს სახით და "იბერია TV"-ს მომავალ ჟურნალისტებს კვლავაც ექნებათ საშუალება თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული მასმედიის განვითარებაში", – ნათქვამია ოქუაშვილის განცხადებაში.