Express News

თოქ შოუ „მოქალაქე“ ეთერში აღარ გავა



არასამთავრობო ორგანიზაცია „მოაქალაქე“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო თოქ შოუ მოქალაქე, რომელიც ივანიშვილების კუთვნილი ტელეკომპანია GDS ეთერში სავარაუდოდ სექტემბრიდან უნდა გასულიყო, ეთერში აღარ გავა, ამის შესახებ ინფორმაცია პირველ რადიოს ტელეკომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, თუმცა მან ვინაობის დასახელება არ ისურვა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი GDS ეთერში საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ შოუს გაკეთებას გეგმავდა ერთი თვის წინ გავრცელდა, მაშინ პრესაში ისიც დაიწერა, რომ გადაცემა კვირაში ორჯერ გავიდოდა და ივანიშვილის თანაწამყვანი ეკა ბერიძე იქნებოდა. მაშინ ეს ინფორმაცია ბერიძემ არც უარყო და არც დაადასტურა, ამის პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ GDS „მოქალაქის“ პროდიუსერობაზე რამდენიმე ჟურნალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. ამავე პერიოდში არხის ხელმძღვანელობა ადასტურებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ GDS პროფილის შეცვლას გეგმავდა. არც მაშინ და არც ახლა „მოქალაქის“ დამფუძნებელს ან რომელიმე მის წარმომადგენელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT