სამართალდამცავებმა ორსული საავადმყოფოში საპატრულო მანქანით გადაიყვანეს და პირველადი დახმარებაც აღმოუჩინეს. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 10 საათზე თამარის დასახლებაში მოხდა. 19 წლის ფეხმძიმეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.
სასწრაფო დახმარების სამსახურს ადგილზე მისვლა, საცობის გამო დააგვიანდა, ამიტომ ოჯახის წევრებმა გოგონას საავადმოყოფოში გადაყვანა საკუთარი ავტომობილით დააპირეს. გზაში მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
პატრულ-ინსპექტორებმა ჯემალ გორგილაძემ და თამაზ ლაგვილავამ მშობიარე ქალბატონი საკუთარ ავტომობილში მოათავსეს, ქალაქში მოძრავმა ეკიპაჟებმა კი სამშობიარო სახლის მიმართულებით გზები გადაკეტეს. ინდირა სურმანიძე თავს კარგად გრძნობს. სამართალდამცავებმა დღეს ოჯახი მოინახულეს.