ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი მეუფე გერასიმე შარაშენიძე რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო. შეხვედრა 18 ივლისს კრემლში გაიმართა.
მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები მოსკოვს სერგი რადონეჟელის 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ.
როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ შეხვედრის სტენოგრამაში ვკითხულობთ, მართლმადიდებელმა სტუმრებმა პუტინს მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.