Express News

დავით ბაქრაძე დაკითხვაზე დაიბარეს



"ნაციონლაური მოძრაობის" ლიდერი, დავით ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე არადეკლარირებულ თანხას ეხება. საუბარი დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემების შეტანას და უკანონო ან დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. HCBS ბანკის ინგლისის ოფისში გახსნილი ანგარიში, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი იდო, დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დახურეს, თუმცა თანხა ბაქრაძის დეკლარაციაში შეტანილი არ ყოფილა. დავით ბაქრაძემ ამ ინფორმაციის გახმაურებისთანავე განმარტა, რომ ფული კანონიერად არის მიღებული. დავით ბაქრაძის თქმით, 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ, მაკა მეტრეველმა შეიტანა.
ამავე საკითხზე პროკურატურამ უკვე დაკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მედიაში მოხვედრაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT