კრემლში საბოლოოდ გაიმარჯვა „ომის პარტიამ“ და იგეგმება უკრაინის ქალაქებზე ავიაიერიშების მიტანა. ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქში“ მედიაპროდუსერმა ვილნიუსიდან დიმიტრი ჩერნიშუკმა დაწერა, რომელიც თავის მხრივ, მოსკოვში საკუტარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას.
„მივიღე არადამამშვიდებელი ინფორმაცია რუსული წყაროებიდან. მათ გაგვაფრთხილეს, რომ პუტინის გეგმებში არის ავიადარტყმების მიყენება უკარინის ქალაქებზე. მას მხოლოდ კბილებში მირტყმა გააჩერებს - ამბობს წყარო, რადგან კრემლში საბოლოოდ გაიმარჯვა „ომის პარტიამ“ რაგოზინის და მისნაირების ხელმძღვანელობით“, - წერს ჩერნიშუკი. ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ავია-სამხედრო ბაზებზე მოულოდნელი არაგეგმიური სამხედრო წვრთნები დაიწყო.