Express News

„ ძილი ნებისა ბატონო ეკონომიკის მინიტრო“

ნანუკა ჟორჟოლიანი ანაკლია/განმუხურში „კაზანტიპის რესპუბლიკის“ ენექტრონული მისუკის ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა და პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ჩანაწერი ფეისბუქის საკუთრ გვედზე გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ


„საქარიქედიდან ჩემი გზა ანაკლიისკენ გაგრძელდა. ინტერესი მკლავდა. მინდოდა მენახა რა არის ბოლოსდა ბოლოს ეს კაზანტიპი:) გზა გაიწელა, დაღლილი ვიყავი და ალბათ მაგიტომაც. გზაში პერიოდულად დისკომფორტს ქმნიდა შუა გზაზე წამოწოლილი ძროხა, რომელსაც გვერდს რულის უხეში, ანუ სწრაფი გადაწევის გარეშე ვერ აუვლი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ადგილს, სადაც მივდიოდით, მით უფრო მძაფრდებოდა სოფლის სუნი. კარგი გაგებით:) გვერდზე მეგრელების ტრადიციულად კარგად მოვლილი სახლები თვალშისაცემია. ეზოში ქათმები, თხილის ხეები, ბავშვები და ამ დროს ხედავ გოგოს მომავალ ჰელოუ კიტის საცურაო კოსტუმში:) ბუმბულებით და ფიქრობ აი ეგზოტიკა რომ დავინახე რომ ამ გოგოს ქართველმა ბიჭმა ურეაქციოდ აურა გვერდი სულ გავგიჟდი:) უბრალოდ ამ სანახაობიდან ყურადღება გადამატანინა ლაზერებმა , რომელიც მთელს ცას ანათებდა:) და უცებ ხედავ რომ იქ სადაც 3 თვის წინ ხრიოკი იყო ქალაქია გაშენებული,ოღონდ არა შენი ხელისუფლების, არამედ ვიღაც სხვა ტიპის მიერ! წარმოუდგენელია ფიქრობ.. საოცარი საუნდი... ხმა, რომელიც მაგრად გაგრძნობინებს ამ მუსიკის ხიბლს! გაღიმებული ადამიანები, კმაყოფილი ადგილობრივები, იმიტომ რომ შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, მომღიმარი პოლიციელები, მაგარი გარემო, ჰავა, ინფრასტრუქტურა, ტურისტები და ვერაფრით იგებ რატომ არაფერი გააკეთა ამ ყველაფრის ხელშეწყობისთვის იმ ეკონომიკის მინისტრმა, რომელმაც ორ წელიწადში თავად ერთი საქათმეც კი ვერ გახსნა. ვერაფრით იგებ სად არის აქ გარყვნილება ან რა არ მოსწონთ ამ ყველაფერში! მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეკონომიკის მინისტრის არ გესმის! ძილი ნებისა მეგობრებო:) ძილი ნებისა ბატონო ეკონომიკის მინისტრო! ვიდრე დაიძინებთ იცოდეთ, რომ თქვენი გასაკეთებელი საქმე ვიღაცამ უკვე მაგრად გააკეთა;) მთავარია თქვენ ამ გაკეთებულ საქმეში არაფერი გააფუჭოთ“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT