Express News

თბილისი, ზუგდიდი, ზესტაფონი- დაკავებულთა ცემის ფაქტები გახშირდა?[ვიდეო]

14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, მოქალაქე გიორგი ცომაიამ, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დახმარებისათვის მიმართა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებას და მორიგე პოლიციელს სთხოვა, დახმარებოდა წინა ნასამართლობის დროს, პოლიციის მიერ ჩამორთმეული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ცომაიას უნდა დაბრუნებოდა ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, მაგრამ მისი დედის, მარინა ცომაიას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას არ უბრუნებდნენ პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ ჩამორთმეულ ნივთებს.
გიორგი ცომაიას განმარტებით, პოლიციის მე-2 განყოფილების შენობაში პოლიციის მაღალჩინოსანმა მას უწოდა „ლაწირაკი“ და უხეშად ჰკითხა, რატომ მიმართა პოლიციას ღამის საათებში. გიორგი ცომაიას ახსნა-განმარტების შემდეგ, რომ პოლიცია მოქალაქეთა უფლებების დასაცავად მუშაობდა 24 საათის განმავლობაში და მას უფლება ჰქონდა, დახმარებისათვის მიემართა, იგი მაღალჩინოსანმა შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში, სადაც დაახლოებით თერთმეტმა პირმა (სავარაუდოდ პოლიციელებმა) სასტიკად ცემეს. როგორც ცომაია აცხადებს, მას ხელებითა და ფეხებით სცემდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში, ამცირებდნენ და აფურთხებდნენ სახეში.


37-წლის თამაზ გორგოძის ოჯახის ცნობით ათამდე სამართალდამცავმა საკუთარ სახლთან ჯერ სასტიკად სცემა შემდე კი დააპატიმრა

დაკავებული რუსლან პერტაიას ახლობლები სამართალდამცველებს ბრალდებულის ცემაში ადანაშაულებენ.მათი ინფორმაციით ფიზიკური შურაცხყოფის შდეგად დაკავებულს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. პატიმრის ოჯახის წერვები ექსპერტიზის ჩატარებას და ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვენ, ვინც დაკავებულის ცემის ფაქტში ფიგურირებს. პატიმარმა ცემის ფაქტი ოჯახის წვრებს დაუდასტურა. შსს ცემის ფაქტს უარყოფს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT