Express News

უგუნურობა თუ მავნებლობა? - ზურაბიშვილი თეა წულიკიანს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" , იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებას ეხმაურება-უგუნურობა თუ მავნებლობა? -ასე ქვია წერილს რომლითაც ის იუსტიციის მინისტრს მიმართავს.
"ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ.” ნათქვამია წულუკიანის განცხადებაში!!!!
რაღაც გეშლებათ ქალბატონო მინისტრო : იმ ქართველებს (ძირითადად უცხოეთში მყოფ და იქიდან ოჯახის და ქვეყნის დამხმარეებს) საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კი არ სჭირდებათ - გადმოგდებული ვით ლუკმა პური - არამედ აღიარება იმისი რომ არიან სრულ ყოფილი მოქალაქეები, სრულუფლებიანი და არა მეორე კატეგორისა და რომ მათ ელოდებიან და თვლიან თავიანთ ქვეყანაში როგორც ამ ქვეყნის აღშენებლობის აუცილებელი შემადგენელი. და არა უცხოელებად თავიანთვე ქვეყანაში , “საცხოვრებლად” შემოსვლის ნებადართულნი !!!!!
ჩემის აზრით სრულიად ეს გადაწყვეტილებია არა კომპეტენტური, მოუფიქრებელი და შეურაცხყოფელია ყევლა იმ ქართველისთვის ვინც დაკარგა მოქალაქეობა არა “სხვადა სხვა”მიზეზის გამო -როგორც არის ნათქვამი - არამედ იმიტომ რომ ჯერ არ გამართულა ის კანონი რომელიც ორმაგ მოქალაქეობის შემთხევევაში ქართულ მოქალაქეობის მინიჭებისთვის აღარ მოითხოვდა ჯერ გამოსვლას მოქალაქეობიდან როგორც მინიჭების წინაპირობა, არამედ ამ პროცეს ავტომატურს გახდიდა....
იმის მაგივრად რომ ვფიქრობდეთ ჩვენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე და იმაზე თუ როგორ მათ დავუბრუნოთ წართმვეული მოქალაქეობა, მოქალაქეთ ყოფნის განცდა და სურვილი შევუნარჩუნოთ დაბრუნებისა, ვფიქრობთ ... არ ვიცი რაზე.
ნამდვილად არც სახელმწიფოზე, არც მის გაძლიერებაზე. მეტსაც ვიტყვი ეს არის შინაარსით ანტი ქართული კანონი... არ ვიცი ამდენი თუ აქვს ხელისუფლებას გაზრებული თუ მხოლოდ არ უფიქრიად და მხოლოდ ვიზიტების განაწილებით არიან გართულნი!
მაინტერესებს ამ შემთხვევაში დიასპორის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.... პრეზიდენტისშეხედულება რომელიც უნდა თვლიდეს თავს უცხოეთში მცხოვრებ ქართველების უფლებების დამცვლელად, და საერთოდ პრემიერს თუ აქვს ეს საკითხი გააზრებული????
ასევე იმედი მაქვს რომ ამ გადაწყვეტილების საპროტესტოდ ქართული საზოგადოება იმავე ენთუზიაზმით შეხვდება ამ გამოწვევას როგორც წყლის გადავლებას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT