ამერიკის ელჩი უკრაინაში საკუთარი ტვიტერის გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომ რუსეთმა დაიწყო ფაქტობრივად მიზანმიმართული კონტრშეტევა უკრაინის მიმართულებით.
,,რუსეთმა დაიწყო კონტრშეტევა, რუსული ტანკების ახალი კოლონები და მძიმე ტექნიკა ამ წუთებში კვეთენ რუსეთ-უკრაინის საზღვარს, რაც იმას მოწმობს, რომ კონტრშეტევა უკვე დაიწყო, - აღნიშნა ელჩმა.
უფო ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო რუსული კოლონების შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.