Express News

სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს.
როგორც გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლებში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის და სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება.
“ჩვენთან სასწავლო წელი 34 -კვირიანი იყო. გადავდივართ 36- კვირიან სასწავლო წელზე. შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები სწავლის დაწყებისა და დასრულების ვადაში, რა თქმა უნდა, იქნება. სასწავლო წლის ხანგრძლივობა იზრდება, შესაბამისად, გადანაცვლება მოხდება და ალბათ, სწავლა დაიწყება უფრო ადრე. განისაზღვრება ვადები. მუშაობენ ექსპერტები, რათა გაითვალისწინონ ყველა გარე და შიდა ფაქტორი, რაც შეიძლება სასწავლო წლის დაწყების განმსაზღვრელი იყოს”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

http://links.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT