Express News

"მრცხვენია, რომ სამარცხვინო პრეზიდენტი გვყავდა"



ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, -ასეთ შეფასებას უკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. მისივე თქმით მას როგორც რიგით მოქალაქეს სცხვენია, რომ ქვეყანას ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა.


"მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველოში დასრულდა დაუსჯელობის და განუკითხაობის ეტაპი. ყველას მოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება კანონის წინაშე თანასწორი, პრემიერია იგი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ სხვა. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული რეაქცია? ისინი კი გამოდიან და კადრულობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში და უთხრან, რომ ეს იყო ნორმა, მსოფლიოში მიღებული პრატქიკა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა", - განაცხადა პრემიერმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT