Express News

"წამლების გაყიდვა რეცეპტებით?! ანუ გადაიხადო "შესაწირი" (მინიმუმ, 20-50 ლარი) და მერე აფთიაქებმა გაგაძრონ ტყავი?!



ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს მედიკამენტებზე  რეგულაციების დაწესებამ სსრ კავშირის პერიოდი გაახსენა. 
"წამლების გაყიდვა რეცეპტებით?!
მოგენატრად სსრ კავშირი, ხომ?!
ე.ი. უნდა მიხვიდე ექიმთან, -
ანუ გადაიხადო "შესაწირი" (მინიმუმ, 20-50 ლარი) რომ მის "კეთილმაღალუექიმესობამ" ნება დაგრთოს იხილო სახე მისი მწყსაზარი... გამოგიწეროს წამალი და მერე აფთიაქებმა გაგაძრონ ტყავი?!
რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა ეს?!
სერგეენკოზე ხომ საუბრონებ ჭკვიანია კაციაო, -
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჭკვიანი კაცები ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ხელისუფლების სიახლოვეს არსებული ფულზე გამხეცებულ-გამგელებული ინტერესთა ჯგუფები სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ!
ესაა კაცის საქციელი და არა ყურმოჭრილი მონობა ამ ფულზე მადააშლილი ხალხისა, რომლებიც შემდგომი ხელისუფლების დროს ციხეებში იქნებიან გასამწესებელი", - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT