გენერალურმა ინსპექციამ პატრულის თანამშრომელი დააკავა
ბათუმში პატრულის თანამშრომელი მ. ჯ. დააკავეს.როგგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "პირველ რადიოს" განუცხადეს,გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავა. უწყება პატრულის თანამშრომლის დაკავების შესახებ სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრულის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.