ანთიმოზ ბიჩინაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს. სასულიერო პირი სიჭინავას სთხოვს, იგი საქართველოს ნაკრების მრჩევლად დაინიშნოს.
„მიმართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას. საქართველოს U17, U19, U21 და მთავარი ნაკრები. გთხოვთ, ამიყვანოთ მრჩევლად. აჩი არველაძე რომ ყვება ცქიფოს ამბავს, მამაო ხო არა ვარ, 10 წუთი მათამაშეო! თამაშის წინ, გასახდელში ისეთ „მამაო ჩვენოს“ ვიტყვი თავისი ასამაღლებითურთ, ბიჭები ნამდვილ ომს დაიწყებენ! თან 10 წუთი თამაშსაც არ მოვითხოვ“, - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.