უცნაური აქცია გაიმართა ანაკლიაში, "კაზანტიპის" სოლიდარობის ნიშნად. ადამიანთა პატარა ჯგუფი ვიზების დეპარტამენტთან სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ე.წ. ხატით მივიდა და "გალობა" დაიწყო. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი თუ სულიერი მამა აცხადებს, ეს სამშვიდობო ღონისძიება ღვთის სადიდებლად და მოყვასთა ცხონებისთვის უნდა გამოვიყენოთ. აქციას რამდენიმე ცნობისმოყვარე ადამიანი ადევნებდა თვალყურს.
palitratv.ge
palitratv.ge