Express News

მინდა პროკურატურას ამ საქმის გახსნისთვის მადლობა გადაუხადო


ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს გამოეხმაურა. „პროკურატურის საქმიანობის მადლობელი ვარ. ამ საქმის გახსნას მეათე წელია ველოდებოდი და მინდა პროკურატურას ამ საქმის გახსნისთვის მადლობა გადაუხადო. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, ჯერჯერობით არ ველოდებოდი. ბოლოს დაახლოებით თვენახევრის წინ დავიკითხე. კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმის გარეშემო დამისვეს. წინასწარ არ შემიძლია თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს. მე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მაქვს პრეტენზიები, რადგან მან გასცა ბრძანება, ის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ამიტომ ყველა დათანხმდებოდა“, – განაცხადა გელაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას.
ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ყოფილი დეპუტატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მხილებულ იქნენ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT