Express News

რუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკის ოლქში დევნილების კოლონა დაცხრილეს,დაცხრილვის შედეგად ქალები და ბავშვები დაიღუპნენ

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილების კოლონის დაცხრილვის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
"დაიღუპა ბევრი ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება", - განაცხადა ლისენკომ. 
მისივე ინფორმაციით, დევნილების კოლონას ცეცხლი "გრადის" ტიპის ზალპური დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით გაუხსნეს, რის შედეგაც არაერთი დევნილი ცოცხლად დაიწვა ტრანსპორტში, რომლითაც გადაადგილდებოდა. 
არსებული ინფორმაციით, დევნილებს ცეცხლი სეპარატისტებმა გაუხსნეს.









interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT