Express News

პოლიტიკურ კვლევებში ღარიბაშვილს ალასანია უსწრებს

NDI-ის კვლევებში პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს. ის გამოკითხულთა 60%-ს მოსწონს. მეორე ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი 54 %-ით იკავებს. მესამე ადგილზეა დავით უსუფაშვილი 51 %-ით. მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე, 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.
როგორც NDI-ში განმარტეს, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში, ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი 67%-ს შეადგენდა, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს.
2 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი რეიტინგი, რომელსაც აპრილში ჩატარებულ კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა; დავით ნარმანიას მოწონების რეიტინგი გაზრდილია სამი პროცენტით. მას აპრილში 41% ჰქონდა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT