ივანიშვილების ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია მეცხრე არხის გაყიდვის შესახებ მორიგი არაოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება. ინფორმაციის მიხედვით ივანიშვილების კუთვნილი არხის ახალი მფლობელი ბიზნესმენი კახა ოქუაშვილია, რომელიც ომეგა ჯგუფის გარდა ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელია. ოქუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი კუთვნილი სიხშირე დაიბრუნა, რომელიც მანამდე ტელეკომპანია იმედის მფლობელობაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით მეცხრე არხის სიხშირის შეძენით ოქუაშვილი მისი ტელეკომპანიის გავრცელების არეალის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ცნობილია ტელეკომპანია იბერია ეთერში დაბრუნებაზე აქტიურად მუშაობს
http://pirveliradio.ge/