საგანგებო ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს რაიონულ ორგანიზციაში - საკრებულოს წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას კოალიციის რაიონული ორგნიზაციის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ და მმართველ გუნდს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
საგანგებო ბრიფინგზე კოალიციის წევრებმა დღეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელეს, რომელშიც საკრებულოს ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარის ვალერ იზორიას შვილი, დავით იზორიაა ასახული, რომელიც კოალიციის შტაბში კოალიციის შტაბის წევრებს და გამგებლობის კანდიდატს ყელის გამოჭრით ემუქრება.
კოალიციის წევრების განმარტებით, დაპირისპირების დღეს ისინი ამომრჩეველთან შეხვედრაზე სოფელ კირცხში იმყოფებოდნენ სადაც იზორიების უბანში გადაადგილდებდოდნენ. მათივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიუვარდა მათ დავით იზორია, რომელმაც გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი სოფელში თუ კიდევ გამოჩნდებოდნენ მათ ყელს გამოჭრიდა.
მათივე განმარტებით, დავით იზორია არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ბიძაშვილი და ის არის საინიციატივო ჯგუფის მხარდამჭერი და მოქმედებს კოალიციის წინაღმდეგ.
დღესვე, კოალიციის წევრებმა თავად ლევან იზორიას დასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და საინიციატივო ჯგუფის წევრების ლობირებაში ბრალი და აღნიშნეს რომ იზორია კოალიციის წინააღმდეგ მოქმედებს