Express News

GPB სამეურვეო და მონიტორინგის საბჭოს წევრების ხელფასი ყოველთვიურად ჯამში 36 ათას ლარია



საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოსა და მონიტორინგის საბჭოს წევრები ყოველთვიურად სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 36 ათას 250 ლარს იღებენ. საბჭოების წევრების სახელფასო ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია Media.Ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნათია მრელაშვილმა მიაწოდა.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს 7 წევრის სარეთო ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 18 ათას 750 ლარია. შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს მაუწყებებლის მონიტორინგის საბჭოს 7 წევრი. მათი საერთო სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად 17 ათას 500 ლარია. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მონიტორინგის საბჭოს წევრს სამეურვეო საბჭოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურების 80 პროცენტი (15 ათასი ლარი) უნდა ჰქონდეს. მრელაშვილის მიერ გაცემულინ ინფორმაციით კი ირკვევა, რომ მაუწყებელი მონიტორინგის საბჭოს წევრებს (ყოველთვიურად ჯამურად) კანონით გათვალისწინებულზე 2 ათას 500 ლარით მეტს უხდის.
მაუწყებლის ფინანსური დირექტორის, კახა სონიშვილის თქმით, მონიტორინგის საბჭოს წევრების სახელფასო ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით გაიცემა. მისი განმარტებით, მონიტორინგის საბჭოს წევრები 6 მაიდამდე მეურვეების ფუნქციას ასრულებდნენ და ამ სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღეს.
სამეურვეო საბჭოს წევრები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2014 წლის მაისში შესული ცვლილებების შემდეგ შეიცვალნენ. მონიტორინგის საბჭოს 7-მა წევრმა, რომლებიც მანამდე მეურვეები იყვნენ 2014 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით სახელფასო ანაზღაურება ჯამურად 76 ათას 200 ლარი მიიღეს. ისინი სამეურვეო საბჭოს წევრად მუშაობის დროს ქმედუუნაროები იყვნენ, მათ კანონი გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევდა. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - მარინა მუსხელიშვილი, ნათელა სახოკია, გიორგი კოხრეიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე და საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია. მონიტორინგის საბჭოს წევრები კი - მამუკა ფაჩუაშვილი, დავით კანდელაკი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, ნატალია დვალი და ნინო დანელია არიან.
media.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT